საზოგადოება

საფრანგეთის ელჩი ელისაშვილის ქმედებაზე: ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, უთანხმოება ინკლუზიური დიალოგით უნდა მოგვარდეს

ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, უთანხმოება ინკლუზიური დიალოგით უნდა მოგვარდეს, – ასე შეაფასა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პარლამენტში ალეკო ელისაშვილის თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე.

„ძალადობა, იქნება ეს ფიზიკური თუ სიტყვიერი, არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, სადაც აზრთა სხვადასხვაობა თავისუფლად უნდა იყოს გამოხატული და ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანად, ჭეშმარიტად ინკლუზიური დიალოგის მეშვეობით“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,716 ნახვა