პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. ოპოზიციონერი დეპუტატი მიზეზად გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვას ასახელებს. ვაშაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის მიღების არც სამართლებრივი და არც მორალური გამართლება არ აქვს. მისი თქმით, თუ „რუსული კანონი“ მიღებული იქნება, მას საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად გამოიყენებენ, რაც მისთვის მიუღებელია.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ პირობებში პარლამენტში ყოფნის ვერც პოლიტიკურ აზრს ხედავს და ვერც მორალურად გამართლებულად მიიჩნევს.

“ბევრ დროს არ წაგართმევთ.
კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მითუმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს.

ეს კანონპროექტი თუ კანონად გადაიქცევა, საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. 
დღეს რომ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, უდიდესი ზიანი ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უკვე მიადგა.

ასეა: როდესაც საკუთარი ანატომიის არასწორი ნაწილით ფიქრობ, შედეგად იღებ სოციალურ დაძაბულობას, დაპირისპირებას მოქალაქესთან, მოკავშირეებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია.

ვტოვებ პარლამენტს! ქართული საზოგადოების აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე.

პატივისცემით, გრიგოლ ვაშაძე, –  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,205 ნახვა