Uncategorized

ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა კონკრეტულად „იმედის“ ჟურნალისტებზე, ერთი მიზნით, რომ მაყურებელს სრულფასოვნად ინფორმაცია ვერ მივაწოდოთ – „ქრონიკის“ ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოიკითხა

საგამოძიებო უწყება ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტმა გიორგი აბაზაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა. ის მოწმის სახით გამოიკითხა. როგორც აბაზაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მხრიდან მასზე და მის კოლეგებზე თავდასხმა იყო მიზანმიმართული, რასაც ერთი მიზანი ჰქონდა – პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა.

„იმედია, ეს იქნება სამაგალითო სხვებისთვის, რომ იგივე აღარ განმეორდეს და ჩვენს სხვა კოლეგებს აღარ მიაყენონ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის გავეშებული, მიზანმიმართული თავდასხმა კონკრეტულად ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ერთადერთი მიზნით – ხელი შეგვიშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, რომ მაყურებელს სრულფასოვნად ინფორმაცია ვერ მივაწოდოთ. ჩვენ ვყვებოდით რა ხდებოდა უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრში და ეს იყო აგრესიული თავდასხმა არა აქციის ყველა მონაწილის, არამედ კონკრეტული ჯგუფის მხრიდან“, – განაცხადა გიორგი აბაზაძემ.

„იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

16 აპრილს აგრესიულად განწყობილი ჯგუფები გიორგი აბაზაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,349 ნახვა