პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებას გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა და ცინიზმი უწოდა.

„დღეს ვნახე ევროპარლამენტარების განცხადება – ეს უკვე ცინიზმია. ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ბორდში სხედან და ბორდის ხელმძღვანელები არიან. ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ აფინანსებდა „სირცხვილიას“. „მოლოტოვის კოქტეილების“კამპანიას რომ აფინანსებენ, მერე ამას მალავენ, შემდეგ გამოდიან ცინიკურად და განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს ევროპის ღირებულებებს არ შეესაბამება, ბოდიში მომითხოვია და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,775 ნახვა