პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო – ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ უკრაინა სხვადასხვა ძალის ინტერესებს ემსხვერპლა.

„კრება დარჩა მხიარული“: 24 საათში შტატები მიიღებს სასარგებლო წიაღისეულზე აბსოლუტურ წვდომას; ამავდროულად, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს უბრუნდებიან; ევროპა, როგორც ყოველთვის, ბებერი კურტიზანივით დანებდება, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით მიიღოს სიამოვნება; რუსეთი ჯერ ყირიმის აღიარებას ეცდება და შემდეგ, დანარჩენი ოკუპირებული ოლქებისას – ომამდელი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და სამხედრო მრეწველობა გაასამმაგა… ვინ დარჩა გაწეწილ-გაგლეჯილი? სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინა! P.S. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი! ასე გადაინაწილეს უკრაინა და ახლა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ, ქართველი უსამშობლოებისთვის რომ დაგვეჯერებინა და დასავლეთის ძირგამომპალი, ლიბერალური თამაშის წესები მიგვეღო“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა