პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდა პოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას და ქმნის დამატებით დაძაბულობას

x

ლორა თორნტონამდე იყო  მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია – წერს, ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როდესაც უცხოელი აქტორები საჯაროდ აცხადებენ, რომ მზად არიან იპოვონ და გამოიყენონ მექანიზმები, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას გვერდს აუვლის, ეს პირდაპირ აჩენს კითხვას საქართველოს სუვერენიტეტისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ დამოკიდებულებაზე.

მისივე შეფასებით, თუ პარტნიორობა გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის იგნორირებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა თანასწორ ურთიერთობასთან, არამედ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთან.

„ ლორა თორნტონამდე იყო  მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია. 

როდესაც უცხოელი აქტორები საჯაროდ აცხადებენ, რომ მზად არიან იპოვონ და გამოიყენონ მექანიზმები, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას გვერდს აუვლის, ეს პირდაპირ აჩენს კითხვას საქართველოს სუვერენიტეტისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ დამოკიდებულებაზე. თუ კანონი არსებობს, მისი უგულებელყოფა დემოკრატიის სახელით ვერ იქნება გამართლებული.

თორნტონის განცხადება შემდეგნაირად კვალიფიცირდება, დემოკრატიის სახელით, მზად ვართ უხეშად ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში,  ჩვენი ინტერვენციით წავახალისოთ ქვეყანაში არსებული რადიკალური ძალები !

როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდა პოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას და ქმნის დამატებით დაძაბულობას.

პარალელურად კეთდება განცხადებები ქართველი ხალხისადმი მეგობრობაზე და მხარდაჭერაზე. მაგრამ თუ პარტნიორობა გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის იგნორირებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა თანასწორ ურთიერთობასთან, არამედ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთან.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.