ეკონომიკა

“სანტეს” წარმომადგენელი: ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ მათ საბაზრო ძალაუფლება აქვთ

საკითხები, რომლებიც თქვენ გაინტერესებდათ, გეთანხმებით იმაში, რომ პრობლემურია. გამოწვევები გვაქვს, მაგალითად, ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში არის გაცილებით მაღალი, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს კომპანიას ამჟამად აქვს, – ამის შესახებ კომპანია “სანტეს” წარმომადგენელმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქსელური მარკეტები საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ და “სანტეს” წინაშეც დგას ე.წ. რეტრო ბონუსის საკითხი.

“ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ საბაზრო ძალაუფლება აქვთ ამ ქსელებს და “რეტრო ბონუსის” საკითხი ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, დგას. ციფრების შესახებ დეტალური ინფორმაცია, სტატისტიკა, აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს თავის წლიურ ანგარიშებში და იქ არის ჩაშლილად განხილული ყველა ეს მაჩვენებელი, რომელიც, ფაქტია, რომ წლიდან წლამდე იზრდება. ასევე, ჩვენ პროდუქციის მიყიდვას პირდაპირ ქსელებზე არ ვახდენთ, გვყავს ჩვენი დისტრიბუტორი კომპანია და ალბათ, მათთან საუბარიც თქვენთვის საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით.” – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის კითხვაზე, თუ მოხდა კონტრაქტული ურთიერთობების დაბალანსება, სტანდარტიზება ისეთი მდგომარეობით, როდესაც გამოიკვეთება, რომ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს შორის, კომერციული ურთიერთობები არის გამჭვირვალე, სამართლიანი, თანასწორი – ეს დადებითად აისახება თუ არა ფასების შემცირების დინამიკაზე, “სანტეს” წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ამგვარი ცვლილება ფასზე დადებითად აისახება. “აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს დადებითად აისახება აუცილებლად. რაც შეეხება რეგულაციებს, თუ იქნება საუბარი რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით,” – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.