პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – საგამოძიებო კომისია არის მორიგი დასტური, რომ ივანიშვილის რეჟიმი დემოკრატიული ხელისუფლებით უნდა ჩანაცვლდეს

საგამოძიებო კომისია მორიგი დასტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩანაცვლდეს დემოკრატიული ხელისუფლებით, რომელიც არ იქნება დაკავებული ისტორიის გადაწერით, რასაც კომისარი წულუკიანი ივანიშვილის დავალებით აკეთებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საერთაშორისო ლიდერის შეფასებით, საგამოძიებო კომისია არის პოლიტიკური რეპრესიების და დევნის ინსტრუმენტი.

„არალეგიტიმური, დე ფაქტო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არაერთი საერთაშორისო შეფასება გაკეთდა, მათ შორის, ბოლოს ევროპის ყველაზე გავლენიანი პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე, რომელზე ყოფნის პატივი მეც მქონდა, სადაც იმყოფებოდნენ უმაღლესი დონის ევროპელი ლიდერები, როგორებიც არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელსაც პირადად შევხვდით, გერმანიის ახლა უკვე სულ რამდენიმე დღეში კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელსაც ასევე პირადად ვესაუბრე საქართველოზე. ამ კომისიასთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ლიდერი ერთსა და იმავე შეფასებას აკეთებს, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და დევნის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და ეს არის მორიგი დასტური იმის, რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩანაცვლდეს დემოკრატიული ხელისუფლებით, რომლის პარლამენტი იმუშავებს ხალხის ინტერესებით და არ იქნება დაკავებული ისტორიის გადაწერით, რასაც აკეთებს კომისარი წულუკიანი ივანიშვილის დავალებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა