პოლიტიკა

ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ უნდა ჩავიბაროთ 26 მაისი – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 9 და 26 მაისს დიდ შეკრებებს აანონსებს – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჯერ 9 მაისს, ევროპის დღეს უნდა შეხვდნენ ერთად, შემდეგ კი 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე უნდა ჩაიბარონ.

მისი თქმით, ახლა სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობაა გადასარჩენი და ის სრულიად საქართველომ უნდა გადაარჩინოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველა ერთად 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც ყველა ძალიან ნათლად ვხედავთ დღეს ნათლად ჩვენს ქუჩებში, მაღაზიებში, რესტორნებში. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც კომფპრტულად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და რუსები, სამაგიეროდ, ხეირობენ. 

გუშინ მქონდა ძალიან მნიშნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველა, ვინც იყო და ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო და ეს მუშაობა გრძელდება, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩაივაბორთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად, პარტიები , საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, საქართელოს ყველა მოქალაქე ერთად ჩავიბარებთ 26 მაისს, იმიტომ, რომ 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას. ამისთვის ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ სრულიად საქართველო ერთად 26 მაისს, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილის მოწვევით თბილისში ევროპარლამენტარებს და ამერიკელ პოლიტიკოსებს ელოდებიან. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გუშინ  “წინააღმდეგობის პლატფორმის” წევრებთან და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო ჯგუფთან დისტანციური შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა