პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: გაეროს ექსპერტები იყვნენ ჩამოსული და გვითხრეს, რომ ქართული ეთნოსის საკითხია ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო. თუკი ბუნებრივი მატება არ დაფიქსირდება, ქართული ეთნოსი შევა მომაკვდავი ერების სიაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ სურათი მძიმეა.

მან გამოყო შობადობის კლების, ეთნოსის გადარჩენისა და მიგრაციის საკითხები. ჩიბურდანიძის შეფასებით, მოსახლების კლება ხდება ქართული ეთნოსის ხარჯზე და ამაზე, თავის დროზე, გაეროს ექსპერტებმაც გამოაქვეყნეს დასკვნა: „ჩვენ, ხელისუფლებამ ვერ გავბედეთ ამის ღიად ჩაწერა და თქმა, რადგან შესაძლოა ვიღაცებისთვის ცუდად მოსასმენი იყოს, თუმცა გაერომ თავის კვლევებში 2015 წელს ღიად გვითხრა, რომ საქართველოს კატასტროფული დემოგრაფიული კლება, მოდის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ეთნოსზე“ – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ იმიგრცია შთანთქავს ადგილობრივ ეთნოსებს, რაც განსაკუთრებული საფრთხეა ჩვენნაირი პატარა ერებისათვის.

„2016 წელს ჯანდაცვის კომიტეტმა, ბატონმა დიმიტრიმ (ხუნდაძემ), მე და ჩვენმა ფონდმა (დემოგრაფიული აღმორძნების ფონდმა) გაერთიანებული ძალისხმევით შევიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების დემოგრაფიული კონცეფცია. დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ განსაზღვრავს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. რატომაა ეს ასე? პირველი, მნიშვნელოვანია შობადობა. დღესდღეობით დიდი შობადობა არ გვაქვს. ასევე, არ ფიქსირდება ბუნებრივი მატება და გარდაცვალება ჭარბობს შობადობას. ქორწინების რაოდენობა შემცირებულია, ბავშვებს აღარ აჩენენ. ვინც შეუღლდება, ისინიც გვიან აჩენენ პირველ შვილს. თუკი ჩავხედავთ სტატისტიკას, ყველაზე მეტი კლება სწორედ პირველი შვილის დაბადებაზე მოდის. ამიტომ, შობადობის სერიოზული სიმცირე გვაქვს. თუ არ გავზარდეთ, სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა დაიკლებს. თუკი ვინმე მეტყვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, იარსებებს და არ აქვს მნიშვნელობა, აქ ქართველები იცხოვრებენ თუ ჩვენი ისტორიული, მრავალფეროვანი ეთნოსები, მე ამ დებულებას ვერ დავეთანხმები.

ჩვენ გვინდა საქართველო იმ მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის, რომლებიც ისტორიულად მოყვებიან ჩვენს ქვეყანას, თუმცა დომინანტური იყო ქართული ეთნოსი. სხვათა შორის, ჩვენ, ხელისუფლებამ ვერ გავბედეთ ამის ღიად ჩაწერა და თქმა, რადგან შესაძლოა ვიღაცებისთვის ცუდად მოსასმენი იყოს, თუმცა გაერომ თავის კვლევებში 2015 წელს ღიად გვითხრა, რომ საქართველოს კატასტროფული დემოგრაფიული კლება, მოდის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ეთნოსზე. ჩვენ მოვერიდეთ ამის ღიად თქმას, მაგრამ გაერომაც კი მიგვითითა ამ საგანგაშო სტატისტიკაზე. მათი ექსპერტები იყვნენ ჩამოსული და გვითხრეს, რომ უნდა ვიზრუნოთ მთლიანად ქვეყანაზე, მაგრამ მიგვითითეს, რომ ქართული ეთნოსის საკითხია ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო. ისევე, როგორც უთხრეს ეს ფრანგებსაც. 2006 წელს დადეს დასკვნა: ფრანგული ერი მილევად, მომაკვდავ ერებს შორისაა. მოუწოდეს, რომ თუკი ამ მიმართულებით რაიმე ღონისძიებას არ ჩაატარებენ, საფრანგეთი, როგორც სახელმწიფო, ყოველთვის იქნება, მაგრამ ფრანგული ეთნოსი აღარ იარსებებს. გაეროს ვალდებულებაა, რომ გადაარჩინოს ეთნოსები, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო ცივილიზაცია და სურს, რომ დაეხმაროს კიდეც ქვეყნებს. რატომაა შობადობა უსაფრთხოების კომპონენტი? თუკი ბუნებრივი მატება არ დაფიქსირდება, საქართველოს მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენც შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ ქართული გენოფონდი განადგურდება. მეორე, მნიშვნელოვანია მიგრაციის საკითხი. არსებობს სამი სახის: შიდა მიგრაცია, ანუ რეგიონების დაცლა; გარე მიგრაცია – ქვეყნიდან გადინება; იმიგრაცია. ამ უკანასკნელზე პრემიერმა ისაუბრა. იმიგრაცია შთანთქავს ადგილობრივ ეთნოსებს, თუკი სრულად გაუხსენი საზღვრები. თუ არ მოხდა იმიგრაციის რეგულირება, გავიზიარებთ გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების ბედს. მითუმეტეს, რომ პატარა ერი ვართ და ჩვენი ჩაყლაპვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე დიდი ქვეყნებისა“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.