პოლიტიკა

მაიკ ბენცი: ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა გამჭვირვალობის კანონი, თუმცა ირონიულია, რომ სულ რაღაც 15 თვის წინ ევროკავშირის ბიუროკრატები უნგრეთს, საქართველოსა და ევროპის კიდევ სამ ქვეყანას სანქციებით ემუქრებოდნენ მსგავსი კანონების მიღების გამო

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ლიზ ტრასთან ინტერვიუში ევროპაში სიტყვის თავისუფლების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რაც ევროპაში სიტყვის თავისუფლების გარშემო ხდება, ორმაგი სტანდარტის მაგალითს უფრო ჰგავს და მიაჩნია, რომ ეს საკითხი ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად იქცა. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივი დიპლომატიის ოფისი მხარს უჭერს ევროპაში ციფრული გამოხატვის თავისუფლების ინიციატივას – ეს იყო ის, რაც ევროპაში საუკუნის განმავლობაში უდავო იყო და მხოლოდ ბოლო 10 წელია დაიწყო ცენზურის ზომების დაფინანსება, ნაცვლად სიტყვის თავისუფლების დაფინანსებისა“- აღნიშნა ბენცმა.

ბენცს მიაჩნია, რომ ევროპული ბიუროკრატია ამ თემას ძალაუფლებისა და გავლენის შესანარჩუნებლად იყენებს, რადგან მისი შეფასებით, დასავლური ინსტიტუტები გამჭვირვალობას მხოლოდ მაშინ უჭერენ მხარს, როცა ეს მათ ინტერესებში შედის, თუმცა, ეწინააღმდეგებიან იმავე ტიპის გამჭვირვალობის მიღებას, როცა საქმე სხვა ქვეყანას ეხება.

„თქვენ ხედავთ, მეინსტრიმ მედია ამის გამო აბსოლუტურად განრისხებულია და დავობს, რომ ეს არის რუსული გავლენის ოპერაცია, რომელიც, როგორც იცით, წარმოადგენს შემდეგს, რომ თითქოს აშშ-ის მთავრობის მიერ იმ ჯგუფების დაფინანსება ხდება, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას უჭერენ მხარს მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპაში მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს სურთ სიტყვის თავისუფლების გამოყენება საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად და რუსებს სურთ მათი გამარჯვება იმის გამო, რომ სკეპტიკურად უყურებენ ბევრ საკითხს ნატოსა და ევროკავშირზე. ახლა დავობენ იმაზე, რომ ევროპაში საჭიროა გარკვეული გამჭვირვალობის კანონი, რათა აშშ-დან წამოსული გრანტები საჯარო იყოს. სხვათა შორის, მე ამას სრულიად ვემხრობი, თუმცა ირონიაა, რომ 15 თვის წინ, ზუსტად ევროკავშირის ბიუროკრატებისა და ფინანსურად დაინტერესებული ჯგუფების ეს კლასი, სანქციების დადებით ემუქრებოდა უნგრეთს, საქართველოს და ევროპის კიდევ სამ ქვეყანას, რომელსაც გამჭვირვალობის კანონის მიღება სურდათ. მეტიც, ფაქტობრივად, მათ ამას „რუსული კანონი“ უწოდეს, რადგან რუსეთმა მსგავსი [კანონი] 2012 წელს მიიღო. თუმცა რუსეთს ამ კანონებთან პრობლემა არ ჰქონია. პრობლემა ჰქონდათ აშშ-სა და ევროკავშირს, რომლებიც უნგრეთში სხვადასხვა ჯგუფებს აფინანსებდნენ. ევროკავშირი მათაც კი ემუქრებოდა, რომ თუ საპარლამენტო კანონპროექტი გავიდოდა, ისინი გაყინავდნენ უნგრეთისთვის გამოყოფილ მილიარდობით დოლარის დაფინანსებას, თუკი მთავრობის მიერ დაფინანსებულ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 23 000 დოლარზე მეტს იღებს, ამის საჯაროდ დეკლარირებას მოსთხოვდნენ. რატომ უნდა ჰქონოდათ აშშ-სა და ევროკავშირს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პრობლემა გამჭვირვალობის კანონთან? იმიტომ, რომ ისინი უნგრულ მედიას, არასამთავრობო სექტორს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას აშშ-ისა და ევროკავშირის სახსრებით ტბორავენ, რომ შეექმნათ ხელოვნური პოლიტიკური მოძრაობა ორბანის დასამხობად. ეს კეთდება იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირში შეიყვანონ და თავიდან მოიშორონ ერთადერთი ვეტოს უფლების მქონე ხმა მთელ ევროკავშირში.“- განაცხადა მაიკ ბენცმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.