არასამთავრობო ორგანიზაციები 9 მაისს ევროპის მოედანზე აქცია-მსვლელობას გეგმავენ.
“ერთიანობის და თავისუფლების დღის იდეას და მოვუწოდებთ ყველას: დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე – 9 მაისს, 19:00 საათზე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი”, – განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მათი თქმით, 9 მაისს 17:00 საათიდან, ევროპის მოედნისკენ მსვლელობები დაიწყება შემდეგი წერტილებიდან:
- საქართველოს პარლამენტის შენობიდან (სტუდენტების მარში);
- მარჯანიშვილის მოედნიდან;
- რესპუბლიკის მოედნიდან;
- ავლაბრის მეტროსადგურიდან.
“75 წლის წინ სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი ევროკავშირს – სახელმწიფოების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და მძლავრ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანებას, სადაც ყველა ქვეყანა და ყველა მოქალაქე თავისუფალია: დაცულია ძალადობისგან, უსამართლობისა და სიღარიბისგან, დაცულია იმისგან რომ არ დევნიან, სადარბაზოებში არ უსწორდებიან, სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ, აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები და არ ცხოვრობენ უსამართლობაში.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ რეალობაა პოლიტიკური რეპრესიები, წამება, ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმის ორგანიზება და მოძალადეთა დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები, დაკავებული და ნაცემი ჟურნალისტები, კორუფცია და უსამართლო სასამართლო, სიღარიბე. გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, უსაფრთხოების და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და, რაც მთავარია ვიცით, რომ ხალხის ნება ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ამიტომ 2025 წლის 9 მაისს, ქართველები ევროპის დღეს ვხვდებით ერთად ევროპის მოედანზე უცვლელი მოთხოვნებით”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.