ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თამარ ცერგოლეიშვილს აკრიტიკებს.
„მოკლედ, არ ეყო ჩერგოს ჭკუა და მურუსიძის სასამართლოში გავარდა საკუთარი ნაცური “ცოდვების” გასაქექად. ქმრისთვის მაინც ეკითხა, ის მაინც ხომ ეტყოდა, რომ პოლიტიკოსის კრიტიკა და მხილება დაცულია კანონით. სარჩელში, სადაც უნდა ამტკიცოს, რომ ეს ამბები სიმართლეს არ შეესაბამება, არაფერი უწერია მტკიცებულებად; “ტაბულას” კონტრაქტებიც კი არ მოიტანა; მხოლოდ თავისი ნასამართლეობის ცნობა ჩამიდო მტკიცებულებად . ეგრე არ იწერება ეს სარჩელი, ჩიტო.
Keti Bakhtadze-ეს უდიდესი მადლობა, რომ თავად მოინდომა ამ საქმეში ჩართვა. მე მას ნამდვილად ვერ შევაწუხებდი და ვერ მოვაცდენდი, მაგრამ ის სერიუზულად უყურებს ასეთ სარჩელებს: როცა პოლიტიკოსები ცდილობენ გააჩუმონ ადამიანები და აუკრძალონ კრიტიკა და მხილება. მადლობა, რომ ასე იცავ ყველას პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას. ჩერგო, რომელიც 24/7 სხვებს აჯვამს და სისულელეებს აბრალებს, თურმე ხელშეუხებელია და თუ ვინმე გაბედავს მის წარსულზე ლაპარაკს, უჩივლებს. ესაა სწორედ დაშინების და გაჩუმების წარუმატებელი მცდელობა.
მე პრობლემა არ მაქვს, რომ ვარჩიო ჩერგოს და მისი ქმრის გავლენები ნაცების ზეობის ხანაში. თავად რატომ არ ყოფნის ტვინი, რომ ეს კლანს არ გაარჩევინოს – არ ვიცი. არაა პოლიტიკოსი ეგ ქალი და არ აქვს პოლიტიკური ჭკუა: პირდაპირ იმას ანგრევს, რაც მისმა ქმარმა და თანაპარტიელმა წლები აშენა – გამოხატვის თავისუფლებას. საკუთარ თავზე დიდი მტერი არც ადრე ყოლია და არც ეხლა ყავს ჩერგოლეიშვილს“,-წერს ბაია პატარაია.