პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი – ბაია და მთელი ენჯიო კარტელი არის ღრმად- ნეხვში

თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიას კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით პასუხობს:

„1. კი, ჩვენი დიდებული კანონით თავისუფლად გიჩივლებს ცილისწამებისთვის საჯარო პირი, თუ დაამტკიცებს რომ განზრახვად ამ საჯარო პირის რეპუტაციის დაზიანება გქონდათ – ამიტომ თუ მაინც და მაინც, განზრახვა კარგად შეფუთეთ.

2. და განზრახვა რომც გქონდეთ, რას აბრალებთ საჯარო პირს, წინასწარ კარგად გადაამოწმეთ, თორემ მტკიცებულებების პოსტფაქტუმ მოგროვება უგუნური გაუფრთხილებლობლის მტკიცებულებად ჩაგეთვლებათ (ანუ არც კი იზრუნეთ წინასწარ ფაქტების მოძიებაზე, ისე მოიყვანეთ სისრულეში ჩემი დისკრედიტაციის განზრახვა) და ეგეც დამამძიმებელი სტანდარტია.

3. SLAPP – ს რაც შეეხება, გაუგებარია

ბაიას ბოდიშმა ტყუილების დაბრალების გამო, საჯარო პირების კრიტიკა როგორ უნდა ჩაახშოს – მაგრამ ისეთი საყვარელია, მე დამამტკიცებინებს რომ წლებია ენჯიო კარტელს ჩემი კრიტიკის ჩახშობის განზრახვა აქვს. ამისთვის აშანტაჟებს და ზეწოლას ახდენს პოლიტიკურ მოთამაშეებზე და დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწაბლურ ფაქტებს ავრცელებს .

ანუ ბაია და მთელი ენჯიო კარტელი არის ღრმად – ნეხვში.

(ისევ ჩემი დელეგატები თუ დაეხმარებიან – მთელი ღამეა მტკიცებულებებს უგროვებენ პოსტფაქტუმ).“,-წერს ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა