პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თბილისის სავაჭრო ცენტრებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

საელჩოს განცხადების თანახმად, საუბარია შემდეგ მოლებზე: „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე თვალჭერილიძის ქ. 2, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ – შოთა რუსთაველის გამზ. 2/4, თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16.

აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილებში გადაადგილებისგან.

საქართველოს პირველი არხი აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე გაავრცელებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა