პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი- გამოლაგდით და ახსენით რა შეგეშალათ, სად შეგეშალათ და რატომ აღარ შეგეშლებათ ახლა!!!

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

შეცდომებს ვუშვებთ ყველა, ვინც რაღაცას ვაკეთებთ.

ზოგი შეცდომა დანაშაულზე უარესიც შეიძლება იყოს, მაგრამ თუ დავინახე რომ ეს შეცდომა მისაკუთრებულია, გააზრებულია და გამოცდილებადაა გარდაქმნილი, იოლად ვიძლევი მეორე შანსს – კიარა, გამოუცდელ უშეცდომოს, გამოცდილი შეცდომიანი მირჩევნია, თუ ვხედავ, რომ გააზრებული აქვს.

მაგრამ, თუ უმძიმესი შეცდომების დაშვების შემდეგ, თავი უშეცდომოდ გამოიცხადე და შენს აზრებს ისევ ისე გვახვევ თავს, არც კი აგიხსნია, იქამდე რა შეგეშალა და როგორ იზღვევ თავს, რომ ახლა არ შეგეშლება, ყეყეჩი ხარ და ავტორიტეტად არ ივარგებ.

ანუ ხალხმა ვინც:

1. ომის შიშის იგნორირება გამოაცხადა საუკეთესო საკომუნიკაციო სტრატეგიად

2. მთელი წინა საარჩევნო კამპანია “ცნობად სახეებს” ამტკიცებინა რომ ხმა ფარულია, რათა არჩევნების შემდეგ კომიკურ მდგომარეობაში ჩაეგდო

3. ამტკიცა რომ არჩევნები ვერ გაყალბდება და მერე ელექტრონულ მთვლელებში ფასკუნჯების ძებნა დაიწყო.

აი ეს ხალხი, ან გამოლაგდით და ახსენით რა შეგეშალათ, სად შეგეშალათ და რატომ აღარ შეგეშლებათ ახლა!!!

ან თავებს ავტორიტეტებად ნუღა გვახვევთ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა