ხელოვნება და კულტურა

თბილისი საბავშვო ევროვიზია 2025-ს უმასპინძლებს

საქართველო მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩასატარებლად ემზადება. შვიდ თვეში თბილისი საბავშვო ევროვიზიას კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. ოფიციალური განცხადება დღეს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაკეთდა.

2017 წლის შემდეგ ეს იქნება მეორე შემთხვევა, როცა კონკურსი საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილად ახალი სპორტის სასახლის დარბაზია შერჩეული. 13 დეკემბერს სანახაობრივი და მასშტაბური შოუს მოწყობა იგეგმება. კონკურსისთვის თბილისს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრებიან. საბავშვო ევროვიზიის კიდევ ერთხელ მასპინძლობის უფლება ჩვენმა ქვეყანამ 16 ნოემბერს მოიპოვა, როცა მადრიდში გამართულ კონკურსზე ქართველმა კონკურსანტმა, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ რეკორდული მაჩვენებლით, 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე უკვე მეოთხე გამარჯვება მოუტანა.

სიმღერა „დედას“ ანდრიამ ესპანეთის შემდეგ დღეს შვეიცარიაში შეასრულა. ქალაქ ბაზელში ქართული კულტურის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება და მილოცვა ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა