გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
იიიიიი… ბუკა ვიკია ბურატნიჩენკო ვაგზალზე გაჭრილა და გამვლელ-გამომვლელებს ეკითხება, ,,დიფ სთეითი” რა არიო?!
სანამ გამოკითხვას დაიწყებდა, თავისთვის მსჯელობს – მოდით, გავარკვიოთ, ,,დიფ სთეითი” რა არი, ვინ არი, კაცია, ქალია, ორგანიზაციაა თუ კომპანიაო?
ჰი, ჰი, ჰი!
ბუკი, ,,დიფ სთეითი” ქვეწარმავალია, რომლის ერთი ილაჯგაწყვეტილი წიწილა შენც ბრძანდები!
აკი გითხრა მეორე სურათზე გამოსახულმა ქალბატონმა, ეგ შეკითხვა საკუთაარ თავს დაუსვი, ძალიან კარგად იცი, რაც არისო!
ბუკა ვიკიამ თუ ვიკა ბუკია ბურატნიჩენკომ მხრები აიჩეჩა და ტუჩები ჩამოჩაჩა – ეგე, მოსახლეობამ არ იცის, ,,დიფ სთეითი” რა არი, არალეგიტიმური ხელისუფლების წევრები კიდენა სუ მაგაზე ლაპარაკობენო… ესე იგი, რაკი მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, არც არსებობსო.
ისე, სანამ ეს უშინაარსო ფიტული ვაგზალზე გაიჭრებოდა ბრძნული გამომეტყველებით, ეგებ ჭუტებისთვის ეკითხა, დიდისთვისაც და პატარასთვისაც? ეგებ ჩრდილო კორეელ ინგასთვის ეკითხა? ეგ განუმარტავდა სასოწარკვეთილი ხმით! ეგებ შავნოდარასთვის ეკითხა? მძიმე მუსიკას ჩაურთავდა, ოთახს ჩააბნელებდა, თავის რომელიმე მაწანწალა დედაკაცთან ერთად მოუყვებოდა ,,დიფ სთეითის” შესახებ და ბოლოს დაასკვნიდა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მოგონილია!
არა, ეს პირდაპირ გავარდა ვაგზალზე და დაიწყო გამოკითხვა.
სხვათა შორის, ერთი რამ არის ამ ე.წ. გამოგითხვაში თვალშისაცემი – ბუკა ვიკიას თუ ვიკა ბუკიას ადამიანები გვერდს ისე უვლიან, როგორც კეთროვანს. ამასთან, უმეტესობას კი გაუგონია ,,დიფ სთეითის” შესახებ, მაგრამ არ იცის, რა არის.
ნეტავ ტრამპმა და მისმა ხელქვეითებმა თუ იციან, რა არის? ეგებ ბიძინა ივანიშვილის გამოგონილ რაღაცებს ლაპარაკობენ?
არა, რააააა!
ყველა შტერი ჭუტას და ხაზარას უბორნიაში რათ შეიყარა?
თუმცა, მეც ვამბობ, რაღა… აბა, სად უნდა შეყრილყვნენ?!
