პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღევანდელმა საკომისიო მოსმენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ სააკაშვილს, მის სექტას, მის კრიმინალურ ბანდას და დამსჯელ რაზმებს სჭირდა და სჭირს: კლასიკური სადიზმი, პიროვნების სადისტური აშლილობა, სექსუალური სადიზმი, მორალური გარყვნილება და მაზოხიზმი

დღეს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წინაშე, 2011 წლის 26 მაისის “სასაკლაოს” თემაზე გამოიკითხა ექს-დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც აქციაზე სადისტურად მოკლული სულიკო ასათიანის თაობაზე, ეთნიკურად ქართველისთვის, მართლმადიდებლურად მონათლული ნორმალური ადამიანისთვის მოსასმენად შოკისმომგვრელი დეტალები მოგვიყვა. მეტროს სახურავზე მოთავსებულ, თითქოსდა “დენით დაღუპულ” სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული – რასაც დენის ზემოქმედებასთან საერთო არაფერი ჰქონია. ეს სულ სხვა ფენომენი იყო – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღევანდელმა საკომისიო მოსმენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ სააკაშვილს, მის სექტას, მის კრიმინალურ ბანდას და დამსჯელ რაზმებს სჭირდა და სჭირს: კლასიკური სადიზმი, პიროვნების სადისტური აშლილობა, სექსუალური სადიზმი, მორალური გარყვნილება და მაზოხიზმი.

მისი თქმით, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მაინც “ნორმალურ ადამიანად” მიიჩნევს, მაშინ საზოგადოებას აქვს უფლება დაუსვას კითხვა, რომელსაც დროში ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია “როდის გადაიყვანენ ციხის საკანში?”

„დღეს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წინაშე, 2011 წლის 26 მაისის “სასაკლაოს” თემაზე გამოიკითხა ექს-დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც აქციაზე სადისტურად მოკლული სულიკო ასათიანის თაობაზე, ეთნიკურად ქართველისთვის, მართლმადიდებლურად მონათლული ნორმალური ადამიანისთვის მოსასმენად შოკისმომგვრელი დეტალები მოგვიყვა. მეტროს სახურავზე მოთავსებულ, თითქოსდა “დენით დაღუპულ” სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული – რასაც დენის ზემოქმედებასთან საერთო არაფერი ჰქონია.

ეს სულ სხვა ფენომენი იყო. როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამედიცინო სფეროს შარლატანების მხრიდან, ჩვენ ვიგებდით ნაცსექტის ბელადის ფეიკ-დიაგნოზების “ბუკეტზე”, მათ შორის იყო: დემენცია, სარკოპენია და კახექსია, კუნთების ატროფია, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ცილოვან-ენერგეტიკული დეფიციტი, კოგნიტური დარღვევები, შფოთვა, პანიკური შეტევები, დეპრესია, კრუნჩხვები, ვერნიკეს ენცეფალოპათია, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, მძიმე ლითონებით ინტოქსიკაცია – ანუ ყველაფერი, გინეკოლოგიური ტოქსიკოზის გარდა. სინამდვილეში, დღევანდელმა საკომისიო მოსმენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ სააკაშვილს, მის სექტას, მის კრიმინალურ ბანდას და დამსჯელ რაზმებს სჭირდა და სჭირს: კლასიკური სადიზმი, პიროვნების სადისტური აშლილობა, სექსუალური სადიზმი, პარაფილია, სხვისი ტანჯვით შეპყრობილი ვიკარული სიამოვნება, ძალადობის მიმართ დესენსიბილიზაცია, პიროვნების ასოციალური აშლილობა, ფსიქოპათია, პიროვნების ნარცისული აშლილობა სადისტური ნიშნებით, მორალური გარყვნილება და მაზოხიზმი… ეს არის სააკაშვილის და მისი სექტის არა ფეიკ, არამედ რეალური სამედიცინო დიაგნოზი და თუ კი მიუხედავად ამისა, სასამართლო მის ფსიქიატრიულ შეურაცხადობას გამორიცხავს და “ნორმალურ” ადამიანად სცნობს, საზოგადოების რიტორიკულ შეკითხვას და მოთმინების უნარს: “როდის გადაიყვანენ ციხის საკანში” – ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია…“ – წერს ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა