პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი- მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

„მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს.

გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ.

თქვენი გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს წუთებში გაგეზიარებინათ ჩვენი ტკივილი და უარი გეთქვათ ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვაზე, იმ ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების – ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მადლობა სოლიდარობის იმ ღირსეული მაგალითისათვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ“,-წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.