“დიფ სთეითთან” ბრძოლის მიზნით, თეთრმა სახლმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 100-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა,-ამის შესახებ Axios წერს.
თანამშრომლებს, რომლებიც ტრამპის გუნდმა ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა, მხოლოდ 30 წუთი მისცეს სამუშაო მაგიდების გასასუფთავებლად,- ამის შესახებ CNN იუწყება. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მათ ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს.
USA Today-ს ცნობით, უწყება „დაფერთხეს“ 3 კვირაში მას შემდეგ, რაც ტრამპმა ეროვნეული უსაფრთხოების დარგში თავისი მრჩეველი, მაიკ უოლცი გაათავისუფლა და მის ადგილზე დროებით სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დანიშნა.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო- ეს არის უმაღლესი დიფ სთეითი. მარკო რუბიო ებრძვის დიფ სთეითს . ჩვენ გამოვფატრავთ დიფ სთეითს“,-ციტირებს გამოცემა Axios თეთრი სახლის ჩინოვნიკებს.