პოლიტიკა

კახა კახიშვილი: იმის მაგივრად, რომ ევროპელებმა რეგიონში საკუთარი მხარდამჭერების გაძლიერებაზე იფიქრონ, ორმაგი სტანდარტებით, საკუთარი ქმედებებით, უაზრო გადაწყვეტილებებით, უმოქმედო სანქციებით და ყოველდღიური ჭორაობით საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვიეს

იმის მიუხედავად, რომ ფეთქებად, საშიშ რეგიონში ვართ (ერთი მხრივ ირანის, ისრაელის და აშშ-ის ომი, მეორე მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომი) ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები, იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიით იყვნენ დაკავებულები და ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ ამ ომებს არ ჰქონდეთ გაცილებით მძიმე შედეგები ვიდრე, სამწუხაროდ, დღეს აქვთ, იცლიან საქართველოს სანქცირებისა და მუქარისთვის, –  წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი,  კახა კახიშვილი,  სოციალურ ქსელში. 

კახიშვილის განცხადებით,  იმის მაგივრად, რომ ევროპელებმა რეგიონში მხარდამჭერების გაძლიერებაზე იფიქრონ, პირიქით ისინი ქართველ ხალხში გაღიზიანებას იწვევენ საკუთარი ორმაგი სტანდარტებით საქართველოს მიმართ. 

კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია ეს იყოს მიზანმიმართული ნაბიჯი და ინტერესი რომელიმე კონკრეტული ქვეყნისა, რათა მოხდეს ევროპული ღირებულებების დისკრედიტაცია საზოგადოებაში. 

„ფაქტია, რეგიონში, სადაც ჩვენი ლამაზი ქვეყანა მდებარეობს, მორიგი სრულმასშტაბიანი ომია გაჩაღებული. ვხედავთ, რომ სერიოზულ დარტყმებს განიცდიან ირანის მოსაზღვრე ქვეყნები. ისმის ულტიმატუმი აზერბაიჯანის მიმართ, რაც ცხადია, ძალიან სახიფათო ტენდენციაა. მკაფიოდ ჩანს, რომ მხარეები მიზანმიმართულად ცდილობენ აზერბაიჯანის და თურქეთის ამ ომში ჩართვას, რაც თავისთავად უმძიმესი იქნება როგორც აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის, ისე ჩვენთვის. ამ ომს რასაკვირველია მოჰყვება მთელს მსოფლიოში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა. ნავთობის ფასის გაძვირება, თავისთავად, გააძვირებს როგორც სამომხმარებლო კალათას, ისე მთლიანად საყოფაცხოვრებო საქონელს.

ჩვენ თვალს ვადევნებთ უსერიოზულეს გეოპოლიტიკურ ომს და უკვე ჩიხში შესულ ომში მონაწილე მხარეებს და ავხსნი რატომ: 

ფაქტიურად, დღეს ვერც აშშ და ვერც ისრაელი ვეღარ იტყვის უარს ომის შეწყვეტაზე, რადგან ეს აღქმული იქნება როგორც სისუსტე, რაც თავისთავად ძალიან გააძლიერებს ირანის პოზიციებს როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ, ისე რეგიონის დონეზე. ცხადია ეს მასთან ახლოს მდებარე ქვეყნებს დააფიქრებს, რომ მასთან საუბარი რბილად რომ ვთქვათ, არ არის იოლი. 

ამასობაში ირანსაც არ აქვს ამ ომიდან გამოსვლის საშუალება, რადგან ომის გაგრძელებაზე უარის თქმა ნიშნავს სრულ განადგურებას იმ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ირანის, როგორც ერთიანი ქვეყნის დაშლა. 

ამ დროს რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში?! იმის მიუხედავად, რომ ფეთქებად საშიშ რეგიონში ვართ (ერთი მხრივ ირანის, ისრაელის და აშშ-ის ომი, მეორე მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომი) ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები, იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიით იყვნენ დაკავებულები და ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ ამ ომებს არ ჰქონდეთ გაცილებით მძიმე შედეგები ვიდრე, სამწუხაროდ, დღეს აქვთ, იცლიან საქართველოს სანქცირებისა და მუქარისთვის. თითქოს არც კი ესმით, რომ საქართველოს მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებით ჭირდება მხარდაჭერა და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ აცხადებენ, რომ თურმე მეგობრები და მოკავშირეები არიან. ამას თუ დავუმატებთ კიდევ იმ საშინაო პრობლემებს, რომლებიც ამ ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ დაწყებული პედოფილიით, ყოველდღიურად ნავთობისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდით და ეკონომიკის ნგრევით, თურმე ევროპული დიპლომატიის გამარჯვება, საქართველოს ხელისუფლების თანამდებობის პირებისთვის ევროპის ქვეყნებში დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის აკრძალვა და მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარა ყოფილა. იმის მაგივრად, რომ ევროპელებმა რეგიონში საკუთარი მხარდამჭერების გაძლიერებაზე იფიქრონ, ორმაგი სტანდარტებით, საკუთარი ქმედებებით, უაზრო გადაწყვეტილებებით, უმოქმედო სანქციებით და ყოველდღიური ჭორაობით საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვიეს. უკვე ვფიქრობ სხვა ქვეყნის ინტერესებს ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი და მიზანმიმართულად ხომ არ ხდება ევროპული ღირებულებების დისკრედიტაცია“,- წერს კახა კახიშვილი. 

კახიშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატთა აშკარა ტენდენციურობა  აძლიერებს  ქართველი ხალხის სოლიდარობას ხელისუფლების მიმართ. 

„ისრაელსა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, უკვე დარტყმების სამიზნეა გაერთიანებული არაბთა საემიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი… ევრო-ბიუროკრატებს არანაირი რესურსი არ აქვთ რომელიმე მხარეს განცხადებების დონეზეც კი რაიმე გაუბედონ. ამერიკასა და ისრაელს რომ ვერაფერს უბედავენ, ეს ცხადია და გასაგებია, ირანისაც ეშინიათ, რომ საპასუხო დარტყმები არ მიიღონ და გამოსავალი იპოვეს. თურმე, მთელი ევროპული ხელფასები, რომელიც ევრო-ბიუროკრატიას ერიცხება მხოლოდ იმას ხმარდება, რომ საქართველოსთვის მოიცალონ. ისიც გასაგებია, რომ უკრაინა გაანადგურეს და ვეღარ ეხმარებიან, რუსეთს დიდად ვერაფერს აკლებენ და ამიტომ რაღა დარჩათ? ერთი პატარა საქართველო, რომელსაც უნდა აჩვენონ, თუ როგორი მკაცრია მათი პოლიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია რაღაც ნაწილს არ მოსწონდეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ასეთი უაზრო და უსაფუძვლო დარტყმების შედეგად, (ვგულისხმობ დიპლომატიურ დარტყმებს) ისინი უფრო აძლიერებენ სოლიდარობას ხელისუფლების მიმართ და საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ.

ასეთი აშკარა ტენდენციურობა და სამმაგი სტანდარტები იწვევს კონსოლიდაციას,“- წერს კახა კახიშვილი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.