პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გახარიას პარტიის წევრს: საუბრობთ პოლიტიკური განცხადებებით და ამიტომაც ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ ინიცირებული საკითხით მხოლოდ პოლიტიკური ქულის დაწერის სურვილი გაქვთ და არა საზოგადოების დახმარების

„იდეაში გეთანხმებით, მაგრამ მხარს რიგი მიზეზების გამო ვერ დავუჭერ,“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფრაქცია „საქართველოს“ წევრების ინიციატივით „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონებში ცვლილებები განიხილებოდა.

„იდეა [დაბალი ხელფასის მქონე პირთათვის ხელფასის ზრდა 1150 ლარამდე], რასაც თქვენ [გიორგი შარაშიძე] ამბობთ მომწონს და გეთანხმებით კიდეც, მაგრამ მისი განვითარების გზა არასწორია. მოგყავთ პოლონეთის მაგალითი და გათვალისწინებული არ გაქვთ როგორ დააზღვიეს რისკები, ან როგორ დაიწყეს საკითხის მოგვარება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ამ საკითხზე ფართომასშტაბიან მსჯელობაში შევალთ. პოლიტიკური მდგენელით შემოდიხართ ამ საკითხით და საუბრობთ პოლიტიკური განცხადებებით, ამიტომაც ვფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხით, მხოლოდ პოლიტიკური ქულის დაწერის სურვილი გაქვთ და არა საზოგადოების დახმარების თქვენს [გიორგი შარაშიძე] მიერ წარმოდგენილი საკითხზე, მთავარია იყოს სწორედ აწყობილი მოდელი და დარწმუნებული იყავით, არავის აქვს იმის კომპლექსი, არ წამოგყვეთ ბოლომდე ამ საკითხის გადაჭრაში, თუმცა კიდევ ვამბობ, იდეაში გეთანხმებით, მაგრამ საკითხს მხარს რიგი მიზეზების გამო ვერ დავუჭერ,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.