მურმან დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკმაყოფილებას გამოხატავს ლევან გაჩეჩილაძის მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო.
„მიშა რომ გადადგა 2007-ში და ვადამდელი საპრეზიდენტო გამოაცხადა, აქეთა მხარეს მთავარი ოპოზიცია 11 კაციანი იყო (ლიდერებს რო ვეძახით).
ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი (გრეჩიხა) 11-ში გადაწყდა. იმ 11-ში იყვნენ მისნაირებიც და არამისნაირებიც. მისნაირებმა მოგვიგეს. გრეჩიხა დასახელდა.
ავაგდე ქვა და თავი შეუშვირე.
რეპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციამ (მე – თავმჯდომარე) უარი ვთქვით ამ კანდიდატის მხარდაჭერაზე.
არგუმენტი- კონსტიტიცია რომც წაიკითხოს, ვერ გაიზრებს მეთქი.
ეჰ, რამდენი სისულელე (დანაშაულის ტოლფასი) მაქვს ნაკეთები.
უმრავლესობის ძალითა და გადაწყვეტილებით დაგვიყოლიეს. ძალიან სიცივეში, პრაქტიკულად ყინვაში (ზემო აჭარა) კარდაკარ ფეხით შემოვიარე გრეჩიხას სასარგებლოდ.
ახლა, რატო ვყვები ამ ამბავს.
2014 წლის დასაწყისია. მე ოპოზოციაში ვარ.
მოდის ჩემთან (პარლამენტის შენობაში) სოსო ჯაჭვლიანი (ღმერთმა აცხონოს, ჯიგარი იყო
სოსო).
– მურმან, შენთვის ამათ არაფერი უთქვამთ? (თუ აქ ერთ სიტყვას ვამატებდე ან ვაკლებდე, მეტი ღმერთმა ნუ დამაწერინოს).
-ვინ ამათ მეთქი, ვუბრუნებ სიტყვას.
-ამათი (და მიაკურთხა), რა ვერ გაიგე?
-არა მეთქი, ვუპასუხე.
– ბიჭო, მე დამიბარეს და მთხოვეს რომ ჩვენება მიმეცა სააკაშვილის წინააღმდეგ, 26 მაისისსაქმეზე; ეგ ამბავი შენზე უკეთ ვინ იცისო.
-მერე, რა ქენი? მიეცი? ვეუბნები მე.
-მურმან, მე სვანი კაცი ვარ, იქაურ ჩვეულებაზე გაზრდილი (ჩვეულებით სამართალს გულისხმობდა ალბათ), იმათ სამართალზე, რა ჩვენება უნდა მიმეცა, უარი ვუთხარი. მე, წაგებულ კაცზე ჩვენებას არ ვიძლევი მეთქი!
-ჯიგარი ხარ სოსო, მართალი კაცი. პოლიტიკური ფასი ძველ მთავრობას გადახდილი აქვთ. აღიარეს მარცხი. ჩვენც, ჩვენი ვალი მოხდილი გვაქვს პოლიტიკურად, სამართლებრივი მხარე ჩვენს გარეშე არკვიონ მეთქი და გადავეხვიე.
რატომ დავწერე? (ცოცხალი რო იყოს, ალბათ მისაყვედურებდა)
ამდენ პ..ჭს როგორ იტანს ეს ქვეყანა?“,-წერს მურმან დუმბაძე.