პოლიტიკა

დროშა დროშად დარჩება, რასაც არ უნდა უკეთებდეს მას ფსიქოპატი – მარია ზახაროვა Tbilisi Open air-ის ფესტივალზე ერთ-ერთი მომღერლის მიერ რუსეთის დროშის შეურაცხყოფას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ რუსული დროშის მიმართ განხორციელებულ შეურაცხმყოფელ ქმედებას ეხმაურება.

ზახაროვა იმუქრება, რომ რუსული სამართალდამცავი ორგანოები ამ “აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ.”

“დილით არაერთი ზარი გაისმა, რომლითაც კომენტარის გაკეთებას ითხოვდნენ უცნობი ანტიგმირის ხრიკებზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში.

პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რასაც არ უნდა უკეთებდეს მას ფსიქოპატი.

მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ.

მესამე, დედოფალ თამარის ღირსეული შთამომავლები – წერეთლების ოჯახის დიდებული წარმომადგენლებიდან და პრინცი ბაგრატიონიდან, რომლებიც რუსული დროშის ქვეშ იბრძოდნენ, ნიკოლაი ცისკარიძემდე, რომელიც დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარებას აგროვებდა – მათ თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს – უღირსი ფსკერისგან განსხვავებით, საკუთარ თავს რუსულ სამფეროვან დროშასთან ასოცირებენ ქართული პატივითა და სიამაყით. რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია, დაცემული რაიხსტაგის თავზე”, – წერს ზახაროვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა