ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა და საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს კი 5.6 პროცენტამდე ზრდის

სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა! – ამის შესახებ “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიშვილი აცხადებს, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე ზრდის, ხოლო, ინფლაციას, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ – 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს.

“სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა! მითი საქართველოს ეკონომიკა 2025-ის მინუს 2 ან მინუს 3.4 პროცენტის შემქმნელები ამბობდნენ: “დიდი შანსია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამციროს” – იანვარი რეალობა/ფაქტი – Fitch-ის 30 მაისის განახლება • საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა • Fitch ზრდის საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე • Fitch ინფლაციას მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ – 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს,” – წერს გიორგი აბაშიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა