ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმი მაიკ ჰაკაბი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მიუღებელია გაერო-ში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით შეხვედრის ინიციირება, მით უმეტეს, რომ ამას თითოეული ისრაელელი ეწინააღმდეგება.
“7 ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუ საფრანგეთს მართლა სურს პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მე მათთვის წინადადება მაქვს. ჩამოჭერით ფრანგული რივიერის ნაწილი და იქ შექმენით პალესტინის სახელმწიფო. მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. მაგრამ არ შეუძლიათ ასეთი ზეწოლის განხორციელება სუვერენულ ქვეყანაზე. მე მაშფოთებს, რომ ჰგონიათ, ვითომ ამის უფლება აქვთ. ვიმედოვნებ, გადაიფიქრებენ“, – აცხადებს ჰაკაბი.
Facebook Comments Box