კოლეჯი „პრესტიჟი“ 29 მაისს კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალს მასპინძლობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კურსდამთავრებულები, მათი ოჯახები, მოწვეული სტუმრები და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, კოლეჯის 60 კურსდამთავრებულს მიულოცა სწავლის დასრულება და ხაზი გაუსვა პროფესიული განათლებისა და კოლეჯის როლს კვალიფიციური კადრების მომზადებაში.
კოლეჯის დირექტორმა, კონსტანტინე დოლიძემ კი, მათ წარმატება და მუდმივი პროფესიული განვითარება უსურვა.
„გისურვებთ, რომ თქვენი პროფესია გახდეს არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ სიამოვნების, ინოვაციისა და საზოგადოების კეთილდღეობის წყარო. იყავით აქტიური მოქალაქეები, გულით აკეთეთ თქვენი საქმე და არასდროს შეწყვიტოთ განვითარება.“ -აღნიშნა კონსტანტინე დოლიძემ.
ღონისძიება დიპლომების გადაცემით, საქართველოს ჰიმნითა და ტრადიციული ქუდების აყრით გაგრძელდა და ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდა. კურსდამთავრებულებმა მადლიერება გამოხატეს კოლეჯის მიმართ და ღონისძიება სიმბოლური შეძახილით დაასრულეს: „კოლეჯი პრესტიჟი — ჩემი სავიზიტო ბარათია!“

