განათლება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით მოქალაქეს მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების თანახმად, 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება მოხდება თანაბრად.

მისი თქმით, ცვლილება შეეხება სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში აღიარებულ რეჟიმში ჩაირიცხნენ და სწავლა არაღიარებულ რეჟიმში დაასრულეს, ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს უნივერსიტეტში.

„გვქონდა ასეთი მოცემულობა – ჩვენი მოქალაქეები 4-წლიან პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იმავე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იმავე კვალიფიკაციას, როგორსაც 5-წლიან დაუსწრებელზე. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, 5-წლიანი უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს, ხოლო 4-წლიანს ენიჭებოდა ბაკალავრის ხარისხი. ცვლილებების საფუძველზე, ის, ვინც 4-წლიანი პროგრამა დაასრულა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა დასაქმებას მათთვის სასურველი მიმართულებით.

2010 წლამდე, სანამ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდებოდა, განათლების სფეროში არ არსებობდა რეესტრი, რომელიც სტუდენტების ინფორმირებას უზრუნველყოფდა. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ჰქონდათ აკრედიტაცია მინიჭებული, არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს ამის შესახებ და მათ ისე რიცხავდნენ. შემდგომში, როდესაც გასცემდნენ დიპლომს, კურსდამთავრებულებს უკვე ამ დოკუმენტის აღიარებაზე ექმნებოდათ პრობლემები.

ამასთან, რიგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდათ ავტორიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ სწავლის პერიოდში შეუწყდათ. ამის შესახებაც არ იყვნენ ინფორმირებულნი სტუდენტები და შემდგომში ამ უნივერსიტეტდამთავრებულ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემები.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ, პრობლემურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები დიპლომის აღიარებისთვის გადიან – მიდიან სასამართლოში, ასაჩივრებენ პროცესებს, რაც დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება და ათასობით ჩვენი მოქალაქის დიპლომი აღიარებული იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები 

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.