უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ხიდი ააფეთქა. უკრაინული მედიის თანახმად, აფეთქების ადგილას ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოპერაციას რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა ესტაკადის საყრდენები დანაღმეს. შედეგად, დღეს, 3 ივნისს, დილის 04:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბურჯების წყალქვეშა საყრდენები ძირში ძლიერ დაზიანდა, რაშიც წვლილი შეიტანა ტროტილის ეკვივალენტმა, 1 100 კგ. ასაფეთქებელმა მოწყობილობამ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა 2022 და 2023 წლებშიც განახორციელა.
Facebook Comments Box