სენატორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი) და რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატი) АР-სთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც შეგნებულად აჭიანურებს მოლაპარაკებებს, უახლოეს მომავალში უკრაინაზე ახალ ფართომასშტაბიან დარტყმას განახორციელებს.
სენატორები მოითხოვენ, რომ იმ ქვეყნების პროდუქტებს, რომლებიც რუსეთისგან ენერგორესურსებს ყიდულობენ, 500%-იანი გადასახადი უნდა დაუწესდეს. მათი თქმით, დასავლეთისთვის ეს არის ბოლო შანსი, რომ რუსეთის ეკონომიკა მოახრჩოს.
გრემი და ბლუმენტალი პუტინს ბრალს სდებენ ახალი ომის გაჩაღებასა და მეტი ტერიტორიების მიტაცების მცდელობაში. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ატყუებს და საჭიროა, თეთრი სახლის ლიდერმა მხარი დაუჭიროს ახალ ანტირუსულ სანქციებს. სენატორები აღნიშნავენ, რომ უმოქმედობამ შესაძლოა, ამერიკა ჩაითრიოს პირდაპი კონფლიქტში.