საიმიგრაციო სამსახურის მაღალჩინოსანი და პოლიტიკური კომენტატორი ტომ ჰომანი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში „საზღვრის მეფედ“ მსახურობს, Fox News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აშშ-ს ახალი მსხვილი ტერაქტი ელოდება, დაახლოებით ისეთი, როგორიც 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა.
მისი თქმით, პოტენციური ტერორისტები შესაძლოა აღმოჩნდნენ 2 მილიონ დამალულ მიგრანტს შორის, რომლებიც ქვეყანაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოხვდნენ და საზღვრის დაცვის პატრულმა მათი დაკავება ვერ მოახერხა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ მათ არ დავაკავებთ, რაღაც სერიოზული მოხდება. ეს ძალიან მაშინებს, მე ამაზე 40 წელია ვმუშაობ. რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაიდინა, ყველა ამერიკელს უნდა აშინებდეს“,-განაცხადა ჰომანმა.
Facebook Comments Box