თბილისში, 9 მარტის ბაღში მდებარე ,,არტ კაფეში”, არტ სდუდიო ,,ივერიისა-ს“ საზაფხულო გამოფენა გაიმართა. მშრალი ხიდის მიმდებარედ, გამოფენილი იყო ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკაზე.
გამოფენის ორგანიზატორი იყო სტუდიის პედაგოგი ნატალია მაისურაძე.
სტუმრები ძირითადად, ახალგაზრდობის წარმომადგენლები იყვნენ . საღამოს, გამოფენა მხიარულ საღამოში გადაიზარდა!
მშრალ ხიდთან მდებარე „არტ კაფე“ ხშირად მასპინძლობს დამწყებ და ცნობილ მხატვრებს. აქვე იმართება სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებები.


Facebook Comments Box