განცხადება · 103 ნახვა
ზურაბ ფარჯიანზე
„Fox News-ის სტატიის გამო აჟიტირებულია, რა კარგია, ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევსო – რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ საქართველოს შესახებ გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, სრული ცინიზმით ატყუებს საზოგადოებას?“
ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ოპოზიციონერ ზურაბ ფარჯიანის განცხადებას Fox News-ის სტატიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ფარჯიანი აჟიტირებული და გახარებულიც კია იმის გამო, რომ “ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევს.”
ჩიხელიძის თქმით, ფარჯიანმა ზუსტად იცის, რომ საქართველოს შესახებ გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ საზოგადოებას მაინც ატყუებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ვინმე ფარჯიანი, „ბროლის ბუს“ ყოფილი მფლობელი, Fox News-ის სტატიის გამო აჟიტირებულია და სიხარულითაც კი აცხადებს, რა კარგია, ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევსო. ესეც ლევან ბერძენიშვილის კალიბრისაა – ადამიანი, რომელმაც, ბევრი წიგნი წაიკითხა, მაგრამ აზროვნების ელემენტარული უნარი ვერ გამოიმუშავა. რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ საქართველოს შესახებ გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, სრული ცინიზმითა და შეგნებით, ატყუებს საზოგადოებას?” – წერს დავით ჩიხელიძე.
ცნობისთვის, Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოს იყენებს სანქციებისგან თავის არიდებისა და სამხედრო მანქანის დაფინანსებისთვის.
დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
- დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
- დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
- დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“
