Uncategorized

„პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ

პლენარულ სხდომაზე დღეს, „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. ახალი ინიციატივით უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ის პროკურატურას უერთდება.

დღესვე განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის.

მმართველი პარტიის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით, მეტად გამართული კანონმდებლობა შეიქმნება.

„ორივე ცვლილების მთავარი მუზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ გასწორდეს და მოწესრიგდეს, უფრო გამართული იყოს კონსტიტუციური წეს-წყობილება საქართველოში, როდესაც მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებები მოქცეულია ერთი ინსტიტუტის ქვეშ და იგი არ არის გაბნეული უთავბოლოდ სხვადასხვა ინსტიტუციაში. განსაკუთრებით აქ საუბარია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციის დაბრუნებაზე მთავარ გენერალურ პროკურატურაში“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა