სამართალი

სასამართლომ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

განაჩენის გამოცხადებამდე დევიძემ სასამართლო დარბაზი დატოვა და განაცხადა: „იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი. დღეს, ალბათ, ბოლო დღე იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ. მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ. თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, რომ მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა დაიწყეს [გამოსვლა], ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ. მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“.

ცნობისთვის, მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დევიძეს ბრალი წაყენებული ჰქონდა სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა