განცხადება · 138 ნახვა
„მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ. გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, უწესიერესი და ასკეტი ადამიანი – მის გარშემო გარდა გამოგონილი ჭორებისა, არაფერი მოიპოვება“
რადგან ამ თემებს ვეხები ეს ბოლო პერიოდია, მინდა ასევე გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ. გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ, 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, – წერს გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში.
გამსახურდიას განცხადებით, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს გარშემო, მხოლოდ გამოგონილი ჭორებია, თავად მეუფე კი უწესიერესი ადამიანია. მისივე თქმით, მუჯირებისა და გამსახურდიების ოჯახი ერთმანეთთან ახლოს იყვნენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“მეუფე შიო გახლავთ მართლაც უწესიერესი და ასკეტი ადამიანი, მის გარშემო გარდა გამოგონილი, საფუძვლებს მოკლებული, ჭორებისა, არაფერი არ მოიპოვება და არც არსებობს ბუნებაში. გარდა ამისა, ვიცნობ მას პირადად და ვიცნობ მის შესანიშნავ ოჯახს, საიდანაც მეუფე მოდის. მათ სახლში, შესანიშვავ ქალბატონ, ურსულა ქურდიანთან დავეუფლე გერმანულ ენას ბავშვობაში (იმ ბავშვობაში, რომელიც ნაცების პოლიტიკურმა წინაპრებმა არ მაცალეს) და ზვიადის და ჩვენი უახლოესი ოჯახი გახლდათ, ქურდიანების და მუჯირების ოჯახი. წარმატებები მეუფეს და გამჩენის წყალობა,” – წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.
გიორგი გამსახურდია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გიორგი გამსახურდია„საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა, რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება?“
- გიორგი გამსახურდია„ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?“
- გიორგი გამსახურდია„ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?“
- გიორგი გამსახურდია„ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში“
