Uncategorized

სოზარ სუბარი: ჩავატარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, აქტივობა იქნება მაღალი და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩი თვითმმართველობის არჩევნებს უარყოფითად შეაფასებს, რადგან პაველ ჰერჩინსკი არის მიკერძოებული და პერმანენტულად ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს.

„როდესაც „ხალხის ძალამ” პირველად ვთქვით, რომ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი „მეგობრები” ატარებდნენ საქართველოს მიმართ, ხშირად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, გვახსოვს ეს განცხადება როგორი შოკი იყო საზოგადოებისთვის“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ დღეს ყველა ხედავს, რომ ის, რასაც 3 წლის წინ „ხალხის ძალა“ ამბობდა, სრული სიმართლეა და ამას ადასტურებს თუნდაც ევროპელი ლიდერების განცხადებები უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ჰერჩინსკი მომავალ არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ შეაფასებს დადებითად, რადგან ის არის მიკერძოებული ადამიანი, რომელიც იტყუება და ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს. ცუდია რომ ასეა, მაგრამ მისი აზრი ვერ იქნება ჩვენთვის საინტერესო მანამ, სანამ ის არ გახდება ობიექტური. ამიტომაც, ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს და დარწმუნებული იყავით, რომ აქტივობა იქნება მაღალი. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან. სამი წლის წინ, როდესაც „ხალხის ძალამ” დავიწყეთ განცხადებების კეთება, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი „მეგობრები” ატარებდნენ საქართველოს მიმართ, ხშირ შემთხვევაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, გვახსოვს როგორი შოკი იყო საზოგადოებისთვის. პირადად თქვენ რომ გაიხსენოთ, რას ფიქრობდით, ალბათ იგივე განცდები გქონდათ, მაგრამ გავიდა დრო და რასაც თავის დროზე „ხალხის ძალა“ ვამბობდით, დღეს ფაქტებით დასტურდება, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე.

ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორ გაწირეს უკრაინა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დაუფარავად ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ უკრაინაში ომი უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს, რადგან, თუ ომი მალე დასრულდება, რუსეთი გაძლიერდება და ჩვენთვისაც მოიცლისო. შესაბამისად, რაც დიდხანს გაგრძელდება ომი, უკრაინისა და უკრაინელების განადგურება, ჩვენ [ევროპელები] მით მეტხანს ვიქნებითო მშვიდად. იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ჩვენც, დასავლელი ლიდერებისთვის, ჩვენი ოპოზიციისთვის და „ენჯეოებისთვის“ რომ დაგვეჯერებინა და საგარეო და საშინაო ზეწოლებისთვის რომ არ გაგვეძლო.

დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის მიღებული. სოზარ სუბარის თქმით, გრანტების მიზანი კეთილშობილური ვერ იქნება, როდესაც ამ გრანტებით ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, იარაღის გამოყენებასა და პარლამენტზე შტურმში. „ვერანაირად ვერ იქნება კეთილშობილური ის, როცა აფინანსებ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, ან პირდაპირ აცხადებენ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ქვეყნის მტერიაო. მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს ასეთ რამეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი მეუღლე კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ. ამ დროს კი, მათი მედიაპლატფორმა უნდა დაფინანსებულიყო დაახლოებით 50 000 ფუნტი სტრელინგით. ეს გვაგონებს 2020 წლის ისტორიას, ისევე, როცა NGO “სამართლიანი არჩევნები” USAID-ის დაფინანსებული გრანტით ცდილობდა არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაშინ, როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა. დღესაც რა გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოს სურს, დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? ამის დაფინანსებას აპირებს?! ეს აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა არჩევნებისადმი. ბუნებრივია, ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს და თუ აქამდე ბერკეტი არ გვქონდა, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროექტები შეგვეჩერებინა, ახლა კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა – ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.ლი და ამერიკელი პარტნიორები ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ, გაიხსენეთ რა განცდები გქონდათ, რამდენად წარმოუდგენელი ჩანდა ეს მაშინ – კეთილი ევროპელები და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამას იფიქრებენო? ახლა კი გაირკვა, რომ თურმე სწორედ ასე ფიქრობენ და ამის გაკეთებას ცდილობდნენ. ეს კარგად ჩანს ევროპელი ლიდერების ზემოთქმული განცხადებებიდანაც და ტრამპის ადმინისტრაციის მხილებებიდანაც, რომლებიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთ-უკრაინის ომის პროვოცირებასა და ამ ომში სხვა ქვეყნების ჩათრევის მცდელობაში ამხელენ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა