ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს მიზნებისკენ სწრაფვას და სრული დატვირთვით მოქმედებას როგორც ირანში, ისე ღაზაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად, ფორდოს ბირთვულ ობიექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
მისი თქმით, ისრაელი ირანში თავისი მიზნების მიღწევასთან – ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამისგან მომავალი საფრთხეების განეიტრალებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა სამხედრო კამპანიას დროზე ადრე არ დაასრულებს.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს ინფორმაცია ირანის 400 კილოგრამი, 60%-ით გამდიდრებული ურანის ადგილსამყოფლის შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
Facebook Comments Box