Uncategorized

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმების დასრულების შემდეგ ამოქმედდა.

ისრაელსა და ირანს შორის იერიშები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული რაკეტებიდან თითქმის ყველას ჩამოგდება შეძლო, თუმცა ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ ბეერშებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა