Uncategorized

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტი უზრუნველყოფს ცხოველისა და მისი მეპატრონის იდენტიფიკაციის ვალდებულებას, რეგულირდება მეპატრონეების მიერ შინაური ცხოველების უკონტროლო მოშენება, ეტაპობრივად დაიწყება მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაციის პროცესიც.

ცვლილებების მიხედვით, შინაური ცხოველები სპეციალური ჩიპისა და საჭდის მეშვეობით ერთიან მონაცემთა ბაზაში აღირიცხებიან, რაც მათი და მეპატრონის მიკვლევადობას უზრუნველყოფს. ყველა მეპატრონე კი, ვინც შინაურ ცხოველ ქუჩაში გააგდებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე იყოს კანონი მიღებული, რათა დაიწყო ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პირველ რიგში მიემართება არსებული მიუსაფარი ცხოველების საყოველთაო სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ჩასატარებლად და ასევე დროულად შემოვიდეს ვალდებულება, რომელიც დაავადებულებს მეპატრონეს, რომ დაჩიპოს და საკუთარ ცხოველი დაარეგისტრიროს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა