სელებრითები

ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი ქორქილში 27 -ჯერ გამოიცვლის კაბას

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი ქორქილში 27 -ჯერ გამოიცვლის კაბას,-ამის შესახებ გაზეთი La Repubblica სოციალურ ქსელ X -ზე წერს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის საცოლემ კაბები ისეთ ბრენდებთან შეარჩია, როგორიცაა  Oscar de la Renta და  Dolce & Gabbana. ამასთან, Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური პატარძლისი იმიჯების შექმნის კონსულტანტი იქნება.

მედიამ უკვე უწოდა ბეზოსის და სანჩესის ქორწილს „წლის ქორწილი“ . ის 26-28 ივნისს გაიმართება. ცერემონიალზე სულ 250 სტუმარია დაპატიჟებული, მათ შორის არიან ევა ლონგორია, ქეითი პერი, ორლანდო ბლუმი, ოპრა კინგი, კრის ჯენერი, კიმ კარდაშიანი. ასევე, პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის წევრები, კარლი კლოსი, ბარი დილერი და სხვა ცნობილი ადამიანები. 

ვენეციის ნაპირებს უკვე მიადგა მდიდრული იახტების კოლონა. 

ქორწილის წინა დღისთვის სანჩესმა თვალისმომჭრელი, ნაქარგებიანი კაბა შეარჩია, რომელიც დენიელ როუზბერის მიერ შექმნილი Schiaparelli-ს 2025 წლის გაზაფხულის კოლექციიდანაა.


Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა