Uncategorized

მფრინავი იმედა მაისურაძე კოდორის სპეცოპერაციაზე: მიზნების ძებნა დავიწყეთ და ვერავინ ვნახეთ, დავინახეთ მხოლოდ მორბენალი ბავშვები და ქალები თეთრი ზეწრებით. მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული, შესაბამისად, მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე, მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილება მფრინავმა, იმედა მაისურაძემ ისაუბრა კოდორში ჩატარებულ 2006 წლის ივლისის სპეცოპერაციაზე.

იმედა მაისურაძის განცხადებით, ხელმძღვანელობამ ისინი დაარწმუნა, რომ ოპერაციის ჩატარების ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებული იქნებოდა, მაგრამ ადგილზე მიფრენისას დაინახეს ბავშვები და ქალები თეთრი ზეწრებით ხელში.

„ხელმძღვანელობამ დაგვარწმუნა, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო, შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ გაფრენა. სიტუაცია ისეთი იყო იქ უარის თქმას ფაქტობრივად ვერავინ გაბედავდა. ისე ჰქონდათ სიტუაცია დაყენებული პირად შემადგენლობაში და მთელს შეიარაღებულ ძალებშიც.
პირველი გაფრენა რომ შევასრულეთ იქიდანაც იყო ცეცხლი, იმიტომ რომ ჩვენს სატრანსპორტო ვერტმფრენს მოხვდა რამდენიმე ტყვია და ეკიპაჟებმა რომ ითხოვეს დამხმარება, მიზნების ძებნა დავიწყეთ და ვერავინ ვერ ვნახეთ, დავინახეთ მხოლოდ მორბენალი ბავშვები და ქალები დარბოდნენ თეთრი ზეწრებით. 100%-ით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული იქიდან და შესაბამისად მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე. მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და სათქმელად, საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“.
რეზულტატ რომ ვერ მიიღეს ეტყობა პირდაპირ გადმოსცემდნენ, ჩვენ რომ დავბრუნდით სენაკში ბაზაზე უკან, უკვე იცოდნენ რომ ის მიზანი რაც ჰქონდათ ვერ მიაღწიეს“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა