აბსტრაგირდით ყოფიერებისგან, აუზები, რუჯები, სეილები, მოგზაურობები და ა.შ. დედამიწაზე გადამწყვეტი ბრძოლა მიდის კეთილსა და ბოროტს შორის,- ამის შესახებ ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
„თქვენ მართლა გგონიათ, რომ 17 ევრომინისტრი იმის გამო გაგვიწყრა, რომ პრაიდი არ ჩავატარეთ, თუ მართლა ის ხალხი ადარდებს, ვინც ახლა კომფორტულ, კურორტად ქცეულ ციხეებში ნავარდობს? სად იყვნენ მაშინ, როცა ციხეებში ვიღუპებოდით, სად იყვნენ მაშინ, როცა რეჟიმმა გენოციდი მოგვიწყო და ჩვენი შვილების გვამებს სილით დატენილს გვატანდნენ???? სად იყვენენ 2008 წელს 116 სოფელს რომ ვკარგავდით? რატომ გვალოდინეს ნატოს კართან? რატომ დაგვაკისრეს ამდენი უაზრო გადასახადი, რომელიც წელში წყვეტს ქართველებს??? რატომ გვთხოვენ დაჟინებით ომში ჩართვას? რით გვაშანტაჟებენ ვიზებით??
ახლა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც მხოლოდ მერკანტილური ინტერესებით ხელმძღვანელობენ. პატრიარქი იშვიათად გვმოძღვრავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩნდება ეგზისტენციალური საფრთხე.
“ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს,ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქეისტიანულ სიწმინდეებს” ეს ნიშნავს, რომ საფრთხე ახლოს არის, ზუსტად ისე, როგორც პანდემიის წინ გაკეთებული განცხადება, რომ “მეორედ მოსვლა დაწყებულია და შესაძლებელია ჩვენ ამის მომსწრე უახლოეს პერიოდში გავხდეთ” … და დაიწყო არმაგედონი… ზუსტად მხცოვანი პატრიარქის ბრძანებით არ დაიკეტა ეკლესიის კარები აღდგომა დღეს, არადა როგორ ელოდა სატანა ამ საჩუქარს… ჩვენ ის ერი ვართ ხატებს რომ არ გადავაბიჯეთ და ასი ათასი ვეწამეთ, განა ისე დავპატარავდით, რომ იდენტობის დათმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ? განა ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას აზრად მოუვიდოდა შვილების გადამალვა, თუ გიორგი სააკაძე იმის შიშით, რომ მის ძეს პაატას თავს მოკვეთენ, საქართველოს უღალატებდა?
გაიღვიძეთ ხალხნო!!! რასაც ახლა ჩავიდენთ, ის იქნება ჩვენი და ჩვენი მონაგარის მომავალი. ანუ მარტივად. ან ვიქნებით ან არა!!!! არ ჩავაქროთ დიდების ლამპარი, ცოტაც გავუძლოთ და ჩვენი სამშობლო დაიბრუნებს ძველ დიდებას“,-წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.