პოლიტიკა

“ერთხელ დამირეკე ისტერიკით, ნათია ფანჯიკიძის სტუმრად მოწვევა როგორ გაბედეო… შენი ფუნქცია მაშინ იყო, რომ ისტერიკით გერეკა აქა-იქ” – დაპირისპირება ჟორჟოლიან-ჩერგოლეიშვილს შორის

ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­სა და “ტა­ბუ­ლას” დამ­ფუძ­ნე­ბელ თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რი­გი მწვა­ვე კონ­ფლიქ­ტი გა­ჩაღ­და.

და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი იაგო ხვი­ჩი­ას გა­და­ცე­მა გახ­და, სა­დაც ჟორ­ჟო­ლი­ან­მა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მე­დი­ა­ზე კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პი­რებ­ზე ისა­უბ­რა.


ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის რეპ­ლი­კა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ად და მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ად აღიქ­ვა, რა­საც ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მხრი­დან პირ­და­პი­რი ბრალ­დე­ბე­ბი მოჰ­ყვა გიგა ბო­კე­რი­ას მი­სა­მარ­თით

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

ნა­ნუ­ლაი ყო­ფი­ლა იაგო ხვი­ჩი­ას­თან დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად და და­უ­სა­ხე­ლებ­ლად “მამ­ხელ­და” – ახლა რომ მე­დი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბას უწუ­ნებს, “სის­ხლი­ა­ნი 9 წლის” დროს მისი ქმა­რიც ხომ იყოო.

კი იყო, და მეც ვი­ყა­ვი – და მა­ში­ნაც მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მად მი­მაჩ­ნდით ქარ­თუ­ლი ტე­ლე­მე­დია და ამი­ტომ ავიყ­ვა­ნე ტა­ბუ­ლა­ში სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი, მაგ­რამ გო­ნი­ე­რი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი.

სტა­ტუსს კი ჟურ­ნა­ლი ტა­ბუ­ლას ძვე­ლი ნომ­რი­დან გა­რე­კა­ნი და სტა­ტი­ი­დან ამო­ნა­რი­დი და­ურ­თო.

ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხოდ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ვი­დეო ჩა­წე­რა, სა­დაც საკ­მა­ოდ მძი­მე მო­მენ­ტი გა­იხ­სე­ნა მათი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

– თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა მო­მი­ძღვნა სტა­ტუ­სი და იმე­დი მაქვს, რომ ბაბ­ლი არ და­მი­წერს ამ ვი­დე­ო­ზე, რომ ნა­ნუ­კა ახლა ამის დრო არ არის. იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის ეს კონ­ფლიქ­ტე­ბი იწყე­ბა თა­მა­რის­გან. მე მეს­მის, მან მო­ირ­გო ის როლი, რომ თქვენ ამ­ბობთ, რომ ის გი­ჟია და ყვე­ლა­ფე­რი უნდა ეპა­ტი­ოს, მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ასე არ არის. თა­მა­რი აღ­შფოთ­და, იაგო ხვი­ჩი­ამ გა­და­ცე­მა­ში მკი­თხა, ვინ იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის დროს, მე­დი­ას კუ­რი­რებ­დნენ. მა­შინ მე­დი­ა­ზე კონ­ტროლს ვინც აწარ­მო­ებ­და.

გა­დავ­წყვი­ტე, არ მე­პა­სუ­ხა ამ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით, ვუ­თხა­რი, რომ მე მქონ­და ერთ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თან შე­ხე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც პრო­დი­უ­სინ­გში ვი­ყა­ვი-თქო. მეტი დე­ტა­ლი­ზა­ცია არ მინ­დო­და, მაგ­რამ თა­მა­რი, რისი თა­მა­რია, სა­დღაც არ გა­მოხ­ტეს, რად­გან გა­მოხ­ტა, მოდი, ვუ­პა­სუ­ხოთ თა­მარს.

პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი ის­წავ­ლე თა­მარ, რამ­დე­ნი იწ­ვა­ლე, რამ­დე­ნი იმე­ცა­დი­ნე, რამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღე და მა­ინც ნა­ნუ­ლა დარ­ჩი. მა­ინც გგო­ნია, რომ თუ მე ნა­ნუ­ლას და­მი­ძა­ხებ, ამით და­მაკ­ნი­ნებ. ვწუხ­ვარ, იმი­ტომ, რომ შენი გან­ვი­თა­რე­ბის ქალს, გო­გოს, მგო­ნია, რომ ნა­ნუ­ლამ­დე დი­ა­ლო­გი არ უნდა დაგ­ყავ­დეს.

ოქეი, ნა­ნუ­ლა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, გა­ვაგ­რძე­ლოთ დი­ა­ლო­გი. მე არ მი­გუ­ლის­ხმი­ხარ შენ. შენი მა­შინ­დე­ლი როლი და ფუნ­ქცია იყო ის, რომ პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­დი და შე­გეძ­ლო ის­ტე­რი­კით გე­რე­კა აქა-იქ. მახ­სოვს, ერთხელ მე და­მი­რე­კე ის­ტე­რი­კით, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე რომ მყავ­და სტუმ­რად, რო­გორ გა­ბე­დე, ეს ქალი სტუმ­რად რომ გყავ­დაო. იმი­ტომ, რომ მა­შინ შენ აშა­ვებ­დი რო­გორც კონ­კუ­რენ­ტის მე­უღ­ლეს.

რო­დე­საც გი­თხა­რი, რომ ამ ქა­ლით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ-თქო. მახ­სოვს, გა­აგ­რძე­ლე, რომ მე ვი­ყა­ვი და­ბა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და იმი­ტომ ვი­ყა­ვი ნა­თი­ა­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი, რომ მა­შინ გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბი ჰქონ­და. რომ იძახ­დი მავ­ნე­ბე­ლია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, გა­უშ­ვით არ­ხი­და­ნო, არ და­გი­ჯე­რეს და გი­ორ­გის გავ­ლე­ნებ­მა გა­ი­მარ­ჯვა ამ შენს ის­ტე­რი­კა­ზე. იმი­ტომ რომ შენ ვერ ეგუ­ე­ბო­დი იმას რა­საც შენ ვერ აკონ­ტრო­ლებ­დი და იმედ­ზე ჩემს გა­და­ცე­მა­ში, ყო­ველ­თვის იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლებ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­დათ და შენ არ გე­ვა­სე­ბოდ­ნენ.

შენ არა­სო­დეს აკონ­ტრო­ლებ­დი და ამ­ხე­ლა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ნა­ცებს არ მო­უ­ცი­ათ მა­შინ. მე ვი­გუ­ლის­ხმე შენი ქმა­რი და მარ­თლა ვერ ვი­გებ ამ ომში რა­ტომ შე­მო­მიყ­ვა­ნე და ამ დე­ტა­ლე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბა რა­ტომ მა­ი­ძუ­ლე. არ მინ­დო­და ფაქ­ტია, რომ მნდო­მო­და გი­გას და­სა­ხე­ლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ზამ­დი, მაგ­რამ შენ რისი თა­მა­რი ხარ, რომ რა­ღა­ცა­ზე ის­ტე­რი­კა არ მო­ა­წყო. თან ან­ჩხლი ის­ტე­რი­კა.

თუ გინ­დო­და ან­ჩხლი ის­ტე­რი­კა. მა­შინ გი­პა­სუ­ხებ, კი თა­მარ, შენი ქმა­რი იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და თან მე­დი­ას აკონ­ტრო­ლებ­და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს. თუ ამის მოს­მე­ნა გინ­დო­და არ არის პრობ­ლე­მა, ჩემო საყ­ვა­რე­ლო. ახლა გა­აგ­რძე­ლე ნა­ნუ­ლა და ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.