საზოგადოება

ლალი მოროშკინა: პასპორტში ჩაიხედეთ, პასპორტში!!!

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“პასპორტში ჩაიხედეთ, პასპორტში!!! ამ სურათზე 25 წლის ვარ,თითქოს გუშინ იყო საარბრუკენის უნივერსიტეტი… ახლა ჩემი უმცროსი შვილია 25-ის!!! ახლა ჩემი შვილის შვილებიც კი უკვე დიდები არიან, ახლა ჩემი უფროსი შვილი მალე 39-ს მიუკაკუნებს… რას სჩადიხართ? გგონიათ, რომ ეს ცხოვრება უსასრულოა? პასპორტში ჩაიხედეთ? 25-დან 55 -მდე ერთი ამოსუნთქვაა, მერე კი თავდაღმართი იწყება!!!

ხელოვნურად წლები ვერ გაჩერდება, ვერც ათასგვარი მანიპულაციით. იქნებ დავფიქრდეთ, რომ თავდაღმართი ის დროა, სულის გადარჩენაზე ვიფიქროთ, სამსჯავრო ხომ ახლოვდება! ჭეშმარიტი რწმენა არასოდეს ყოფილა შიში და სასოწარკვეთა! მიიღეთ თქვენი თავი!!! დათვალეთ დარჩენილი წლები და იცხოვრეთ ყოველი დღით, როგორც უკანასკნელით, მოეფერეთ ცოცხალ მშობლებს, პატივი მიაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას, რადგან სულ თხელი ფარდაა მათ და ჩვენს შორის, რომელიც მალე გაიწევა და ისევ ჩავეხუტებით ერთმანეთს, როგორც ბავშვობაში…

ჩაიხედეთ პასპორტში!! შეიხედეთ განჯინაში, განა მოასწრებთ ყველაფრის ჩაცმას, რასაც ასე ხარბად ყიდულობდით? იქნებ სიყვარული “ჩაიცვათ”? იქნებ ბოღმა მიაძინოთ და მიმტევებლობა გააღვიძოთ? “იქით” არაფერს გაგვატანენ სიყვარულის კოდის გარდა… დაუკვირდი სიზმრებს, ხატებთან რომ დადგები გაიყურსე და მოისმინე რას გკარნახობენ. ჩვენი მიცვალებულები საფლავებში კი არა, ზეცაში არიან. აღაპყარი მზერა, რატომ იყურები ფეხქვეშ? ჩვენმა სამშობლომ ჩვენ აგვირჩია თავის შვილებად, რატომ ვცდილობთ რაღაც წავგლიჯოთ, ვატკინოთ, გავამათრახოთ?

25-55 55-75 75-95 მორჩა! ცოტაც დავტკბეთ ერთმანეთით, მერე კი დიდი მოგზაურობა გველოდება, იმ “ბორტზე” არავინ აგვატანინებს მძიმე ჩემოდანს, არც ბინებს, აგარაკებს და მანქანებს… მხოლოდ სიყვარულს თუ წავიღებთ, რომელიც “იქ” გზამკვლევი იქნება.

ჩაიხედეთ პასპორტში! “თქვენი მოგზაურობა ამ ქვეყნად დასასრულს უახლოვდება, მადლობა რომ ისარგებლეთ ამ მიწა-წყლით”- ალბათ ასე გაგვაცილებს “ბორტ გამცილებელი”, მანამდე კი შანსი გვაქვს აგრესია, ბოღმა,სიძულვილი,ამპარტავნობა და ზიზღი სიყვარულად გარდავქმნათ და და “საიქაო” ბონუსები მოვაგროვოთ…“,-წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა