ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
განცხადება · 156 ნახვა
„ავად მგონიხართ ყველა, ვინც უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება“
მართლა ავად მგონიხართ ყველა, ვინც თუნდაც ერთი წამით უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება,-წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„ჩვეულებრივი პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს ხართ ამ ბრძოლაში. არ ვარ მე ეგ ადამიანი. არასოდეს ვყოფილვარ. არასოდეს ვიქნები.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ის რომ კელაპტრებით არ დავრბივარ, ყველას და ყველაფერს ვცდილობ თავისი სახელი დავარქვა და ყველაფერზე შემიძლია ღლაბუცი, არ ნიშნავს რომ ვინმეს რამე ცუდს ვუსურვებ. ადამიანობას ნუ დაგაკარგვინებთ უსამართლობა და ბრაზი.“,-წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე„ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია“
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე„დავსწრებივარ კოალიციის 2-3 შეხვედრას მაინც, სადაც ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას – სწორი იქნებოდა ყველა ერთად, ერთიანი სია და ნული კონკურენცია, მაგრამ არ იყო, ვერ ჩამოიტანეს“
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე„ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები“
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე„მესმის და ვკითხულობ, რომ “პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხს” – გეგონება, სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და მეზარებოდეს გამოყვანა, ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ ხალხის გაღვიძების ვალდებულება მაქვს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსი მქვია – კაი ნუ გაა@@აკე, მართლა კაცო?“
