საერთაშორისო პარტნიორები როცა პირდაპირ გეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, როცა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გეუბნება, რომ არ უნდა მიიღო მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში, გაუგებარია, რა ძალა უნდა გადგეს, რომ საკუთარი თავის კაპიტულაციას მოაწერო ხელი? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, მთავარია- ართანამშრომლობა რეჟიმთან.
„ართანამშრომლობა რეჟიმთან ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეჰყვე იმ თამაშის წესებში, რა თამაშის წესებსაც თვითონ ადგენს. ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით და ვთვლით, რომ ნებისმიერი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში შეჰყვეს, აუცილებლად მიიღებს პასუხს, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისგან, პოლიტიკური წრეებისგან. მიგვაჩნია, რომ, განსაკუთრებით ამ პირობებში, რომელშიც ახლა ვართ, როცა ბოლო დღეებში 17 ევროპული ქვეყნის ეს განცხადება გავრცელდა, რამდენიმე დღის წინ იყო ევროპული რეზოლუცია, სადაც პირდაპირ მიეთითა, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს და ეს არის ძალიან გამონაკლისი შემთხვევა, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასე პირდაპირ ამბობენ არჩევნებთან დაკავშირებით, ამით კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი არჩევნები, შესაბამისად, ეს მორღვეული არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ესაა რუსული სპეცოპერაცია. რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი და არის ღალატის ტოლფასი. განსაკუთრებით იმ ევროპული რეზოლუციის შემდეგ, რომელიც ბოლო დღეებში 490 ხმით მიიღეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და პირდაპირ ჩაწერეს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს.
როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, როცა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გეუბნება, რომ არ უნდა მიიღო მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში და, კვლევებით, ესაა 80%-ზე მეტი, როცა ჩვენი პარტნიორები, რომელთაც ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდათ, გეუბნებიან რომ ესაა უფსკრულში გადაჩეხა, გაუგებარია, რა ძალა უნდა გადგეს, რომ საკუთარი თავის კაპიტულაციას მოაწერო ხელი?“ – განაცხადა წითლიძემ.