პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია

დამოუკიდებელი ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნა-გამოცდილებას გარკვეულ სფეროში და აქვეყნებს/აზიარებს თავის შეფასებებს/რეკომენდაციებს და არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ორგანიზაციასთან, ხელისუფლებასთან ან მხარესთან, ანუ მოქმედებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

ის აღნიშნავს, რომ “ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი” პატრიცია გჟებიკი, რომელმაც “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნას მოაწერა ხელი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია და მის ბიოგრაფიაში პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირის ფაქტები იკვეთება.

“ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, “მოსკოვის მექანიზმის” ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია, საიდანაც გზავნილებია საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე. მათთვის ე.წ. პროევროპული ნაცოპოზიცია, ასევე უსამშობლო NGO-განშტოებებით უფრო წონადია და სააკაშვილს თურმე “აწამებენ”. ე.წ. “მიუკერძოებული” ექსპერტ გჟებიკის CV-ში იკითხება: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანალიტიკური ცენტრი; მიეროშევსკის ცენტრი და ა.შ. რაც შეეხება “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ე.წ. ავტორის, პანი გჟებიკის კარიერის დასაწყისს, მისი აკადემიური წარმატება საერთაშორისო სამართალში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით დაიწყო.” – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.