აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს.
როგორც თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ვაშინგტონმა მხარეებს მომდევნო 100 წლის ვადით 32 კმ-იანი ზანგეზურის დერეფნის კონტროლის აღება შესთავაზა.
ტომ ბარაკის თქმით, ამგვარად ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს დერეფნით.
დიპლომატის განმარტებით, მათი მიზანია აზერბაიჯანსა და სომხეთს დიპლომატიური მოლაპარაკებების წინსვლაში ხელი შეუწყონ.
Facebook Comments Box